28 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
მოსაზრება, რომ ოპოზიციური კანდიდატების წაგების მიზეზი ბათილი ბიულეტენების ჭარბი რაოდენობა გახდა, უსაფუძვლოა - თორნიკე გოგისვანიძე

ბათილი ბიულეტენების რაოდენობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეხმაურებიან.

როგორც ბრიფინგზე ითქვა, აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური კანდიდატების წაგების მიზეზი ბათილი ბიულეტენების ჭარბი რაოდენობა გახდა, არ შეესაბამება სიმართლეს.

ინფორმაციის დაცულობის ცენტრის სპიკერი თორნიკე გოგისვანიძე აცხადებს, რომ საკითხი, რაზეც ოპოზიცია აპელირებს და აცხადებს, რომ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ძალიან ბევრია, მცდარი და უსაფუძვლოა. 

დღის ამბები