28 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
სახელმწიფოების მეთაურები გლაზგოში კლიმატზე იმსჯელებენ - "პრემიერი საქართველოს მხრიდან დანახულ პრობლემებზე ისაუბრებს"

გაეროს კონფერენცია გლაზგოში ამ წუთებში იხსნება - პარლამენტის სახელმწიფოთა ლიდერები, რამდენიმე დღის განმავლობაში, კლიმატისადმი მიძღვნილ საკითხებს განიხილავენ.

გლაზგოშია საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც, კონფერენციის პარალელურად, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სტაბილურობას და არჩევნების შემდეგ განვითარების დღის წესრიგზე კონცენტრირებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი გზავნილი, რომელიც IBRD-ის პრეზიდენტთან იყო, ეკონომიკური გაძლიერებაა.

დავით ზალკალიანმა, ასევე, ისაუბრა კლიმატურ პრობლემებზე და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ თემაზე შეხვედრაზე ისაუბრებს. 

"ეს გამოწვევა, როგორც მსოფლიოსთვის, საქართველოსთვისაც აქტუალურია. პრემიერი კი სწორედ საქართველოს მხრიდან დანახულ პრობლემებზე ისაუბრებს,"-აცხადებს ზალკალიანი. 

დღის ამბები