5 ივლისის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს.
დაკავებულებს "რუსთავი2-ის", "ფორმულას", "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ასევე, რამდენიმე გამოცემის ფოტოგრაფის მიმართ ძალადობას ედავებიან.
თავს დამნაშავედ არცერთი ცნობს.