28 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
გერმანიამ საქართველოს COVID-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალო პრეპარატის 3000 დოზა გადასცა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მონოკლონური ანტისხეულები გადასცა. 

მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება "კოვიდ-19"-ით ინფიცირებულ, ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ მოხდება. მონოკლონური ანტისხეულების საქართველოსთვის გადმოცემა გერმანიის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.

პრეპარატზე აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს გაცემული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენ ქართველ პარტნიორებს გადავეცით მაღალი ხარისხის მედიკამენტის 3000 დოზა, ეს არის გერმანიისა და საქართველოს მთავრობას შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგი. აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია კორონავირუსით ინფიცირებული იმ პაციენტებისთვის, სადაც დაავადება რთულ ფორმებში მიმდინარეობს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის ვაქცინაცია, იმისათვის რომ ადამიანები არ დაავადდნენ, საჭიროა, რაც შეიძლება მეტი პირი აიცრას. ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რათა პანდემია საქართველოში მომდევნო წელსაც არ გაგრძელდეს,"- აცხადებს გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში. 

დღის ამბები