28 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
"ამ დროისთვის ის კვლავ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, მას 20 კილოზე მეტი აქვს დაკლებული" - მიხეილ სააკაშვილის მეუღლე​

რუსთავის ნომერ მე-12 დაწესებულებასთან დილიდან ხალხმრავლობაა, მიხეილ სააკაშვილთან მნახველები შედიან. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი უკვე მოინახულა მეუღლემ, ახლა კი პატიმართან "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამიაა.

სააკაშვილის მეუღლის განცხადებით, მათ საპატიმროში საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკაზე ისაუბრეს. როგორც ლიზა იასკო აცხადებს, ექსპრეზიდეტნმა 20 კილოგრამზე მეტი დაიკლო და ამ დროისთვის ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

"ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს და უკრაინის პოლიტიკის შესახებ. ის მხნედ არის, მაგრამ ვხედავ, რომ ყოველ ჯერზე მისი მდგომარეობა უარესდება, რაც არ უნდა გაგრძელდეს. ამ დროისთვის ის კვლავ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, რაც ძალიან სამწუხაროა. მას 20 კილოზე მეტი აქვს დაკლებული. უკრაინის პოზიციაა, რომ სააკაშვილი უკან დაბრუნდეს, ეს კი მეტწილად დამოკიდებულია ქართულ მხარეზე," - განაცხადა ლიზა იასკომ.

როგორც ექსპრეზიდენტის უფლებადამცველი და "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილი იყოს კარგად და ყველაფერი მიმდინარეობდეს ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი მოითხოვს. არჩევნებზეც ცხადია ვისაუბრებთ," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები