თავდასხმა ტოკიოს მატარებელში - კომიქსის პერსონაჟის ჯოკერის ფორმაში ჩაცმულმა პირმა სამგზავრო მატარებელში ცივი იარაღით 17 ადამიანი დაჭრა. თავდამსხმელმა ვაგონს ცეცხლიც წაუკიდა.
3 დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა.