შინაგან საქმეთა სამინისტრო ყარაჯალაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ გზაზე შეკრებილ 15-მდე მოქალაქეს, რომლებსაც ერთმანეთთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ, მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.
თუმცა, მხარეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებებს და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე პირების პირების გარდა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც.
თელავის რაიონულ სამმართველოში ყარაჯალარში მოქალაქეებს შორის მომხდარ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით, ხოლო პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის და დაუმორჩილებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
საქმეს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.