28 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
პირდაპირ გეუბნებით - ამ პარლამენტში არანაირი აზრი არ აქვს რაიმეზე საუბარს - მამუკა ხაზარაძე პარლამენტს ტოვებს

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, პროტესტის ნიშნად, დეპუტატობის მანდატზე უარს ამბობს. მან ამის შესახებ განცხადება გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გააკეთა.

ხაზარაძე ამბობს, რომ ის ტოვებს პარლამენტს და ბრძოლას "თავისუფალი საქართველოსთვის" ქუჩაში განაგრძობს.

"ყველა მცდელობა, რომელიც მქონდა, რომ პარლამენტიდან განმეხორციელებინა, დამთავრდა შეურაცხყოფით, აბსოლუტური იგნორით. პირდაპირ გეუბნებით - ამ პარლამენტში არანაირი აზრი არ აქვს რაიმეზე საუბარს, რადგან ყველაფერი მონოპოლიზირებულია. იმ ადამიანებთან, რომელთაც იქ მიჰყავთ დემონსტრაცია, ურთიერთობას უბრალოდ ვერ გავაგრძელებ. მე გავაგრძელებ პარტიის მშენებლობას, კოალიციის გაფართოებას, გაძლიერებას იმისათვის, რომ ეს ქვეყანა გავაერთიანოთ,"- აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

დღის ამბები