28 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ვინც ამას აკეთებს, პატივს არ სცემს დემოკრატიულ პროცესს, სახელმწიფოს და ამომრჩეველს - სოზარ სუბარი მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებაზე 

სოზარ სუბარი "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ სადეპუტატო მანდატის დატოვებას "ღამის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გამორიცხავს, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ პარლამენტი დატოვოს. 

როგორც სუბარი ამბობს, საკანონმდებლო ორგანო კვლავ მრავალპარტიულ იქნება. 

"შეიძლება რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს, მაგრამ ის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა და პარტიების უმრავლესობამ დატოვოს პარლამენტი, ეს დანამდვილებით გეუბნებით, რომ არ მოხდება და პარლამენტი იქნება მრავალპარტიული. მეორე, ვინც ამას აკეთებს, ის ამით მკაფიოდ აცხადებს კიდევ ერთხელ, რომ ის პატივს არ სცემს დემოკრატიულ პროცესს, პატივს არ სცემს სახელმწიფოს და პატივს არ სცემს ქართველ ამომრჩეველს, მათ შორის იმ ამომრჩეველს, რომელმაც პირადად მათ მისცა ხმა. ღალატობენ ჩვეულებრივად ამომრჩევლის ნებას და ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საერთო არაფერი აქვთ დემოკრატიასთან და საერთოდ არ იციან რას ნიშნავს დემოკრატიული მართვა სახელმწიფოსი.

მათ უნდათ ისევ ქონდეთ ის ძალაუფლება, "ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ, როცა შეუზღუდავად აკეთებდნენ ყველაფერს, რაც კი მოესურვებოდათ და რის გამოც, დღეს მათი ამდენი წარმომადგენელი, ზოგი პასუხს აგებს, ზოგმა მოიხადა და ზოგიც მომავალში ელოდება თავის სასჯელს," - აცხადებს სოზარ სუბარი. 

დღის ამბები