28 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
აქცია 7 ნოემბერს უტიფრობის მწვერვალია, არც რცხვენიათ თავიანთი წარსულის - სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ 7 ნოემბერს აქციის დაანონსება ოპოზიციის მხრიდან უტიფრობა იყო. 

" ეს 7 ნოემბერი უტიფრობის მწვერვალია, როდესაც ამ დღეს დაანონსეს აქცია, არც რცხვენიათ თავიანთი წარსულის.

დღემდე ვერ ვათქმევინეთ ერთხელ მაინც, რომ თუნდაც "იმედში" შეჭრა იყო დანაშაული. ეს იყო დანაშაული დაამსხვრიეს აპარატურა, არც აუნაზღაურებიათ, ეს ქონება 3 მილიონი ლარით შეფასდა. 

წაართვეს მფლობელს, წაართვეს თავის ადამიანს და შემდეგ ბიუჯეტის ფულით იყიდეს რაღაცები, პატარკაციშვილს კი არ აუნაზღაურეს.

ეს იყო ჩვეულებრივი დანაშაული, უბრალოდ ერთ-ერთი იმ მრავალი დანაშაულიდან. სახალხო დამცველის ცემის ამბავი, კობა დავითაშვილის მოტაცებაზე და ცემაზე, რამაც საბოლოო ჯამში მისი სიკვდილი გამოიწვია. ამაზე ადეიშვილია ბრალდებული, თუმცა დარწმუნებული ვარ მიშას გარეშე ეს ვერ მოხდებოდა,"- აცხადებს სოზარ სუბარი. 

დღეს, 31 ოქტომბერს, ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ 7 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია აქციას გამართავდა.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

შეგახსენებთ, 2007 წლის 7 ნოემბერს, ოპოზიციის საპროტესტო აქციები სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის, ხელკეტების, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

დღის ბოლოს კი, სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია "იმედში" შეიჭრა, რაც საბოლოოდ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა.

კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

დღის ამბები