28 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
რატომ 7 ნოემბერი და ახსოვს თუ არა ენმ-ს რა მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს - "რაც მაშინ მოხდა, არ გვაკომპლექსებს..."

ახსოვს თუ არა ენმ-ს შვიდი ნოემბერი, მძიმე თარიღი, რომელიც სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ გუნდს უკავშირდება?!

მიზანშეწონილი იყო თუ არა, დღეს ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციის დაანონსება სწორედ 7 ნოემბერს - "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ "ღამის კურიერის" ეთერში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაფერი ახსოვს, თუმცა ეს მათ არ აკომპლექსებს და უფრო მეტიც, არ ცვლის მათ გეგმებს:

"ის თარიღი და ეს თარიღი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის. იმის გამო, რომ მაშინ მოხდა 7 ნოემბერი, ეს არ ცვლის ჩვენს ამოცანებს, რომ დღეს საქართველო აქვს უზურპირებული იმ ადამიანს, რომელის ჩვენს ქვეყანას ანგრევს. ასე, რომ ის ფაქტი, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, ეს არ გვაკომპლექსებს... ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი, არაფერი არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, მათ შორის არც ის, რაც არ არის სასიამოვნო და ვაღიაროთ შეცდომები, როგორც ამის ვაჟკაცობა ეყო სააკაშვილს და თანამდებობიდან გადადგა. მე არც 7-ში მაქვს პრობლემა გამოვიდე საქართველოს თავისუფლებისთვის საბრძოლველად და არც სხვა დროს,"- განაცხადა გიორგი ბარამიძემ. 

2007 წლის 7 ნოემბერს, ოპოზიციის საპროტესტო აქციები სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის, ხელკეტების, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

დღის ბოლოს კი, სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია "იმედში" შეიჭრა, რაც საბოლოოდ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა.

კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

დღის ამბები