28 ნოემბერი 2024,   06:59
ვრცლად
"შეგვეშალა, არ შეიძლება..."- 7 ნოემბერს ოპოზიცია აქციას აღარ გამართავს

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს, რომ ოპოზიციის აქცია კვირას - 7 ნოემბერს, აღარ გაიმართება. მისივე თქმით, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

"7-ში რომ არ იქნება ნამდვილად შემიძლია გითხრათ, როდის იქნება დავაზუსტებ". - წერს ელენე ხოშტარია.

დღეს, 31 ოქტომბერს, ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ 7 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია აქციას გამართავდა.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

დღის ამბები