28 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
კიდევ ერთი ქართველის წარმატება - ოსლოში ცნობილი ფერმწერისა და გრაფიკოსის ახალი მუზეუმი კოკა ნიკოლაძის ნაწარმოებით გაიხსნა 

კიდევ ერთი ქართველის წარმატება - ოსლოში ცნობილი ფერმწერისა და გრაფიკოსის ედვარდ მუნკის ახალი მუზეუმი ქართველი მუსიკოსის, კოკა ნიკოლაძის ნაწარმოების ფონზე გაიხსნა.

კომპოზიტორმა მთავარ სცენაზე მის მიერვე შექმნილ ინსტრუმენტებზე დაუკრა და პუბლიკის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ცერემონიალზე წითელი ლენტი ნორვეგიის დედოფალმა გაჭრა. 

კოკა ნიკოლაძე არის ქართველი არტისტი, რომელიც ნორვეგიაში ცხოვრობს. ის თავად ქმნის მუსიკალურ ინსტრუმენტებს, იყენებს ფაქტობრივად ყველაფერს ახალი ბგერების მისაღებად.

მისი ნამუშევრები როგორც ელექტრონულ, ისე ელექტრო აკუსტიკურ, ვოკალურ მუსიკას და კამერულ ოპერებს მოიცავს. ედუარდ მუნკის გრანდიოზული მუზეუმისთვის ნაწარმოებს კოკა ერთი წლის განმავლობაში ქმნიდა.

დღის ამბები