მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 მილიონს გადაცდა. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ბულგარეთშია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე COVID-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
ანალოგიური მდგომარეობაა სომხეთსა და რუსეთშიც. სომხეთში სკოლები და უნივერსიტეტები 15 ნოემბრამდე დისტანციურ სწავლის რეჟიმზე გადადის. რუსეთში კი, 60 წელს გადაცილებულ აუცრელ პირებს სახლიდან გასვლა 4 თვით ეკრძალებათ.
ავტორი: თიკო ცერცვაძე.