28 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენცია - ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა

ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ მინისტრი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გლაზგოში გაიმართება.

მთავრობის მეთაური სამიტის მონაწილე ლიდერებს სიტყვით პირველ ნოემბერს მიმართავს და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებით შექმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.  

"გლაზგოში არის ეს ისტორიული შეხვედრა, სადაც მოლოდინი არის, რომ შედგეს საერთაშორისო ვალდებულებებზე შეთანხმება და ასევ, განხილულ იქნება ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ზოგადად კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული. მსოფლიო ლიდერთა სამიტი გაიხსნება 1 ნოემბერს და ეს ის დღეა, როდესაც მსოფლიო ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას და საქართველოს პრემიერ მინისტრი სიტყვით მიმართავს მსოფლიო ლიდერებს და ასევე, სამიტის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს," - ამბობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში, სოფიო ქაცარავა.

კონფერენციას გლაზგო 12 ნოემბრამდე უმასპინძლებს.  

დღის ამბები