28 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია - ოპოზიციის ნაწილი მე-2 ტურის შედეგებს არ ცნობს და ბრძოლას ქუჩიდან აგრძელებს

პოლიტიკური ბრძოლის უკვე არაერთხელ ნაცად მეთოდზე ოპოზიციური კოალიცია კიდევ ერთხელ გადადის. არჩევნების შედეგებს პოლიტიკური ძალების ნაწილი კვლავ ქუჩაში გააპროტესტებს. უკომპრომისო ბრძოლაზე გადასვლას, რომელზეც მელია უკვე 2 დღეა საუბრობს, ერთი კვირის შემდეგ მომავალ კვირას დაიგეგმა.

მანამდე კი საპროტესტო მუხტის გასაძლიერებლად რეგიონებში ჩასვლას გეგმავენ. საარჩევნო უბნებიდან ზუსტად 24 საათის გასვლის შემდეგ ეს განცხადებები კოალიციის ლიდერებმა რუსთაველის გამზირზე გააჟღერა.

პროტესტის ფორმად კოალიციის ერთმა წევრმა საპარლამენტო მანდატზე უარის თქმა არჩია. მე-10 მოწვევის პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მხოლოდ მამუკა ხაზარაძემ მიიღო.

ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არჩევნების შედეგების მიუღებლობა დაანონსებულია. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ პარტნიორებს ინფორმაციას პარტიებს შორის კონსულტაციის შემდეგ მიაწვდიან.

პოლიტიკური ოპონენტების გადაწყვეტილებას გაუაზრებელს უწოდებენ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებამ" ოპონენტებს პროტესტის კანონიერ ფარგლებში გამოხატვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მოლაპარაკებას "ქართული ოცნებაც" იწყებს, თუმცა სულ სხვა მოტივით - კონსულტაციები მმართველმა პარტიამ ოპონენტებთან მხოლოდ იმ ქალაქების საკრებულოს წევრებთან დაიწყო, სადაც სახელისუფლებო გუნდმა გაიმარჯვა, მაგრამ საკრებულოს წევრთა უმრავლესობა ვერ დააკომპლექტა.

თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია. ამ დროის მონაცემებით, მე-2 ტურში ერთი მუნიციპალიტეტის - წალენჯიხის გარდა "ქართულმა ოცნებამ" კონკურენტი ყველა ქალაქში დაამარცხა.

 

 

 

დღის ამბები