28 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელებმა საარჩევნო გარემო და კენჭისყრის პროცესი შეაფასეს - როგორია ეუთო/ოდირის პოზიცია 

სადამკვირვებლო მისიების წინასწარი დასკვნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ პოზიტიურია - ეუთო/ოდირისა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიების ხელმძღავნელებმა საარჩევნო გარემო და კენჭისყრის პროცესი შეაჯამეს. 

ის ხარვეზები, რომლებიც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას აღრიცხეს, რამდენად მოახდენს გავლენას, არჩევნების საბოლოო შედეგზე? - კითხვა კურიერმა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს დაუსვა.

ალბერტ იონსონის განმარტებით, სადამკვირვებლო მისია საარჩევნო პროცესში თანამონაწილეობით არ ატარებს ტესტს ქართული დემოკრატიისთვის, არამედ აფასებს პროცესს საერთაშორისო ვალდებულებების კონტექსტში.

საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების წინასწარი მიგნებები და დასკვნები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც მოისმინეს. საქართველოში გერმანიის ელჩის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის გასაძლიერებლად, გამოვლენილი სისუსტეები საარჩევნო პროცესში უნდა აღმოიფხვრას.

ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქარველოში აგვისტოს ბოლოს ჩამოვიდნენ. მისია არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს რვა კვირაში გამოაქვეყნებს.

დღის ამბები