28 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
ცესკომ თბილისის უბნები სრულად დათვალა - დედაქალაქის მერი ისევ კახა კალაძე გახდა

თბილისის თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურის შედეგები ცნობილია - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბოლო - 769-ე უბანიც დაითვალა.  ცესკოს პირველადი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმათა უმრავლესობა პარტია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოიპოვა.

მმართველი პარტიისა და ენმ-ს კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

"ნაციონალური მოძრაობა"- მიკა მელია - 44.397%. 

"ქართული ოცნება" - კახა კალაძე - 55.603%.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში სულ 769 საარჩევნო უბანი დათვალა. 

დღის ამბები