28 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
იგეგმება თუ არა დამატებითი შეზღუდვების დაწესება - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ეპიდემიური სიტუაცია საყურადღებო რჩება, თუმცა როგორც ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. 

"აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან შემთხვევების მატებას მეტად ლოკალიზებული ხასიათი ჰქონდა და უპირატესად შეეხო იმ რეგიონებს, სადაც აცრილი მოსახლეობის რაოდენობა სხვებთან შედარებით მცირეა, მ.შ. კახეთი და იმერეთი. ამ ეტაპზე შემთხვევების საშუალო დღიური მაჩვენებელი 4000-ის ფარგლებშია და სწრაფი ზრდის ტენდენციები არ იკვეთება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება.

თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ,"- აღნიშნავს მინისტრი. 

დღის ამბები