28 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
გიორგი გახარიას პარტიაში საარჩევნო მანიპულაციებზე საუბრობენ

გიორგი გახარიას პარტიაში "საქართველოსთვის" საარჩევნო მანიპულაციებზე საუბრობენ.

პარტია სამეგრელოს რეგიონში დამარცხებას არ აღიარებს და ხმების დათვლის ამსახველი ვიდეოების გასაჯაროებას ითხოვს.

"საარჩევნო უბანზე, სადაც ჩვენმა კანდიდატმა, ზურაბ ბიგვავამ, ხმების დიდი რაოდენობით გაიმარჯვა, ძალიან მაღალია ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა ბიულეტენების გასაფუჭებლად საარჩევნო მანიპულაციებს.

ჩვენ დაუყოვნებლივ ვითხოვთ ხმის დათვლის პროცესის ვიდეომასალის ვებგვრედზე ატვირთვას,"- აცხადებს პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგა ფარულავა.

დღის ამბები