28 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
კახა კალაძე - 55.6%, ნიკა მელია - 44.4% - ცესკომ თბილისის უბნები სრულად დათვალა

თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში, სადაც ერთმანეთის კონკურენტები "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები იყვნენ, მმართველი გუნდის კანდიდატმა, კახა კალაძემ გაიმარჯვა.

მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის 769 უბნიდან შედეგები დათვლილია 768 უბანზე. 

"ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" - კახა კალაძე - 55.6%, 

"ნაციონალური მოძრაობა"- ნიკა მელია - 44.4%.

დღის ამბები