28 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
წალენჯიხაში არჩევნების მეორე ტურში"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გაიმარჯვა - ცესკოს მონაცემები განახლდა

წალენჯიხაში თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური ოპოზიციონერმა კანდიდატმა მოიგო. ეს, ჯერჯერობით, ერთადერთი ადგილია, სადაც, ცესკოს მონაცემებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გაიმარჯვა. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წალენჯიხის 29 უბნის შედეგები სრულად დათვალა. 

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

"ნაციონალური მოძრაობა"- გიორგი ხარჩილავა - 51.107%

"ქართული ოცნება" - გოგა გულორდავა - 48.893%  

დღის ამბები