28 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
ბათუმში მე-2 ტურის პირველადი შედეგები ცნობილია - არჩილ ჩიქოვანი 51.018%, გიორგი კირთაძე - 48.982%

ბათუმში თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურის შედეგები ცნობილია - ცესკოს პირველადი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმათა უმრავლესობა პარტია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა - არჩილ ჩიქოვანმა მოიპოვა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათუმის 105 უბნის შედეგები სრულად დათვალა. 

მმართველი პარტიისა და ენმ-ს მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" არჩილ ჩიქოვანი  51.018% 

"ნაციონალური მოძრაობა" გიორგი კირთაძე 48.982%

გიორგი კირთაძე თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურის შედეგებს არ აღიარებს.

დღის ამბები