28 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
წინასწარი მონაცემებით ზუგდიდში მამუკა წოწერია იმარჯვებს - ირაკლი ჩიქოვანი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, ზუგდიდში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია დამაჯერებლად იმარჯვებს. მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ზეიმის მიზეზი არ აქვს.

"წინასწარი მონაცემები, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ძალიან კარგი - ჩვენი ზუგდიდელების ჩართულობა იყო გაცილებით დიდი, ვიდრე პირველ ტურში და მამუკა წოწერია იმარჯვებს ამ არჩევნებში.

ვერ გეტყვით, რას ზეიმობს "ნაციონალური მოძრაობა", მე კიდევ ერთხელ გეტყვით, ეს არის წინასწარი მონაცემები, რომელიც ჩვენ გვაქვს და, შესაბამისად, ჩვენი კანდიდატის ლიდერობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის დაწინაურებულია 1000-ზე მეტი ხმით, 52-54%-ის ფარგლებში მერყეობს მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს და ეს მაძლევს იმის საფუძველს, რომ საზოგადოებას გავაცნო ეს ინფორმაცია.

როგორც იცით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამარჯვების ყიჟინა ატეხა სხვა მუნიციპალიტეტებშიც, მაგრამ ყველა კარგად ხედავთ, რომ მიუხედავად გაყალბებული წინასაარჩევნო კვლევებისა, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ეს მონაცემები მათ პირდაპირ გააყალბეს ზუგდიდში და, ამჯერადაც, მათი ეგზიტპოლების ციფრებიც არაადეკვატურია იმ რეალობასთან შედარებით, რაც არის ზუგდიდში,"-აღნიშნა ჩიქოვანმა. 

დღის ამბები