28 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" დღეს დემონტაჟი დაიწყო, დაკარგა ლეგიტიმაცია - მამუკა ხაზარაძის თქმით, თუ არჩევნები არ გაყალბდა ვიცე-მერი გახდება

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ თუ არჩევნები არ გაყალბდა ვიცე-მერი გახდება.

"ქართულმა ოცნებამ" დღეს დემონტაჟი დაიწყო და ლეგიტიმაცია დაკარგა. ის ციფრები, რომელიც ჩვენთან მოდის არის დამაიმედებელი. ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა დაიჯერა კოალიციის იდეის, რადგან ეს იყო გულწრფელი ქვეყანაზე ორიენტირებული იდეა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.

პროცესი დაიწყო და ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ დასრულდება. მე ველოდები ხუთ ქალაქში გამარჯვებას, თუმცა დაველოდოთ ცესკოს მონაცემებს. 

ახლა უნდა დავიცვათ ხმები! უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს სიტყვები ამოვიღოთ ლექსიკონიდან. თუ გვინდა განვითარება მიდგომები უნდა შეცვალოთ და "ქართულ ოცნებას" ამის გაკეთება, არც სასამართლო და არც საარჩევნო მიმართულებით არ სურს. 

დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუ შედეგები არ გაყალბდა მე ვიქნები ვიცე-მერი. მთავარია ხმები იყოს დაცული, ის რაც საარჩევნო უბნებზე ხდება არ არის ნორმალური,"- აცხადებს ხაზარაძე. 

დღის ამბები