28 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
საარჩევნო უბანზე ვიყავი თუ ციხეზე ვერ გავიგე, მობილიზებულები იყვნენ ე.წ შავი სამყაროს წარმომადგენლები - ბაჩო დოლიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე "ღამის კურიერის" ეთერში ზუგდიდში არჩევნების მე-2 ტურში მიმდინარე პროცესზე საუბრობს. მისი თქმით, ანზორ მელია არჩევნებს დამაჯერებლად იგებს.

"საარჩევნო უბანზე ვიყავი, თუ ციხის რომელიმე კორპუსზე ვერ გავიგე, მობილიზებულები იყვნენ ე.წ შავი სამყაროს წარმომადგენლები. თუმცა ასეც ვერ ვუწოდებ სუს-ის მიერ კონტროლირებადები არიან, რაში სჭირდებათ ეს არ ვიცი ისევ თვითონ შეექმნებათ პრობლემა.

მთავარი ამოცანა იყო, რომ ჩვენი დამკვირვებლები გამოეყვანათ უბნებიდან. ძალიან დიდი ზეწოლა იყო ჩვენს დამკვირვებლებზე, იყო ომი. 

მიუხედავად ყველაფრისა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდს ანზორ მელია დამაჯერებლად იგებს. 

ჩვენ წინასწარ არ ვზეიმობთ მათსავით მანქანებით, რომ დარბიან. ორ საათში გვეცოდინება ოფიციალური შედეგი,"- აცხადებს ბაჩო დოლიძე.

ბაჩო დოლიძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიდეს. 

დღის ამბები