28 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
ოპოზიცია მთელი ოლქიდან იღებს რამდენიმე უბანს, სადაც მათ მართლაც აქვთ უპირატესობა და ცდილობენ, ეს მონაცემები გაყიდონ მოგებად - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ კრწანისის რაიონში, სადაც ხმები ელექტრონულად უკვე დათვლილია, დამაჯერებლად იმარჯვებს მმართველი გუნდის კანდიდატი კახა კალაძე.

მისი თქმით, ოპოზიცია განგებ ირჩევს ისეთ უბნებს, სადაც ენმ-მ უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე "ოცნებამ", ამ მონაცემებს ავრცელებს სოციალურ ქსელში და მანიპულირებას ცდილობს. 

"იცით, რომ კრწანისში ელექტრონული მთვლელის მეშვეობით ჩატარდა არჩევნები, ყველა უბანი უკვე დათვლილია ელექტრონულად, ელექტრონული მთვლელების შედეგების მიხედვით, იცით, რომ უბნის დახურვის მომენტშივე ე.წ. ჩეკს იძლევა ეს ელექტრონული მანქანა, სადაც უკვე ასახულია დათვლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, 56.9% აქვს კახა კალაძეს, და 43.1% აქვს ნიკა მელიას. 

რას აცხადებენ ჩვენი ოპონენტები - ისინი არჩევენ ისეთ უბნებს სადაც მართლა აქვთ მეტი ხმა, ვიდრე "ქართულ ოცნებას", ანუ, მთელი ოლქიდან იღებენ რამდენიმე უბანს, სადაც აქვთ მათ უპირატესობა და უნდათ ეს გაყიდონ ისე, თითქოს იქ მათ აქვთ მოგება. იგივე გააკეთეს ქუთაისის შემთხვევაში - სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 70-ე, 88-ე და 92-ე უბნის შედეგები, სადაც ენმ-ს აქვს უფრო კარგი შედეგები, ვიდრე "ქართულ ოცნებას" და შეადარეთ ეს შედეგები 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს - ამ უბნებში მაშინაც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა მეტი შედეგი, ვიდრე "ქართულ ოცნებას". ანუ, ისინი სპეციალურად არჩევენ უბნებს, იმისთვის, რომ ეს გვაჩვენონ,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები