28 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
ვის სასარგებლოდ შემოხაზეს საარჩევნო ნომრები - საარჩევნო უბნებზე მისული პოლიტიკური ლიდერები

ამომრჩევლის აქტივობის შესახებ ცესკოს ბოლო მონაცემი რამდენიმე წუთის წინ განაახლა. რის მიხედვითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტივობა 49,9 მეასედი პროცენტი იყო. რაც მილიონზე მეტი ამომრჩეველია.

თბილისში არჩევნებზე გავიდა მოსახლეობის 40%-ზე მეტი. ოლქების მიხედვით დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა დიდუბეში იყო, ყველაზე დაბალი კი, ისანში.

პრემიერ-მინისტრი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილებისა და არჩევანის შესახებ მედიასთან ხმის მიცემის შემდეგ ისაუბრა.

ვის სასარგებლოდ შემოხაზეს საარჩევნო ნომრები - არჩევანის შესახებ ღიად გააკეთეს განცხადებები მმართველი გუნდის სხვა ლიდერებმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" ხელმძღვანელმაც ხმა საარჩევნო უბნების გახსნიდან მალევე დააფიქსირეს.

დამაჯერებელი გამარჯვების განწყობით გამოცხადდნენ უბნებზე ოპოზიციის ლიდერებიც. თქვეს, რომ საკუთარი არჩევანი ცვლილებებსა და კოალიციურ მმართველობას დაუკავშირეს, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან ნაწილმა მაინც თავი შეიკავა.

არც ერთი პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად, თუმცა მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად მივიდა საარჩევნო უბანზე ყოფილი პრემიერი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი. გადაწყვეტილების მიზეზი გიორგი გახარიამ მოგვიანებით მედიასთან განმარტა.

არჩევნებზე მისვლისა და კონკრეტული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებდნენ ამომრჩევლებს დღეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ხმის მიცემის პროცესი საღამოს 8 საათზე დასრულდა. სწორედ ამ დროს დაიხურა ქვეყნის მასშტაბით 1830 საარჩევნო უბანი.

დღის ამბები