28 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ცესკო: არჩევნებში მონაწილეობა 1 025 406-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ კენჭისყრის პროცესი დასრულებულია. ცესკოს სპიკერი ნათია იოსელიანის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მილიონ 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-მა.

"კენჭისყრის პროცესი დასრულდა, არჩევნებში მონაწილეობა მილიონ 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია. დედაქალაქში კენჭისყრაში დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 478 642-მა ამომრჩეველმა. სრულად იყო დაცული კოვიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები, ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული არ გამხდარა ხმის მიცემის პროცედურის შეწყვეტის პროცესი.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ამომრჩევლებს აქტიურობისთვის და კოვიდრეგულაციების დაცვისთვის, ასევე მადლობას ვუხდით ყველა დონის კომისიის წევრსა და თანამშრომლებს, კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. 

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ ახლა იწყება საპასუხისმგებლო ხმის დათვლის პროცესი. საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეო გადაღება მიმდინარეობს. რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამის კომისიებს.

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge
აქვე მოგაწვდით რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს - ცესკოს კონტაქტ-ჰაბში 07:00 საათიდან 20:00 საათამდე შემოვიდა 1318 სატელეფონო ზარი და 262 ონლაინ შეტყობინება. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი," - აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ნათია იოსელიანი.



 

დღის ამბები