28 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
ნურავის წაუცდება ხელი კანონდარღვევაზე, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება თითოეული დესტრუქციული ქმედება - მამუკა წოწერია ოპოზიციას 

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ ზუგდიდელ ამომრჩეველს აქტიურობისა და კენჭისყარში მონაწილეობის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში "ქართული ოცნება" იმარჯვებს. 

"მინდა მადლობა გადავუხადო მხარდამჭერისთვის ჩვენს ამომრჩეველს. მე-2 ტურში აქტიურობა დაფიქსირდა 54 ათას 300-მდე ამომრჩეველი, რაც პირველი ტურის შესაბამის მაჩვენებელს 2%-ით აჭარბებს და ჩვენი წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება" იმარჯვებს დამაჯერებლად, როგორც სამაჟორიტარო ოლქში, ასევე მერობის კანდიდატი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება სიმშვიდე, ვნებათა ღელვის დაცხრობა და მე მოვუწოდებ დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალას, როგორც პირველ ტურში, ნუ ეცდება საარჩევნო ადმინისტრაციას შეუშალოს ხელი, ნუ შექმნის დაძაბულობის კერებს საარჩევნო უბნებთან. მივცეთ საშუალება, სწორად და ზუსტად დაითვალონ ის ხმები, რომელიც ზუგდიდელმა ამომრჩეველმა დააფიქსირა. ნურავის ნუ წაუცდება ხელი კანონდარღვევაზე, რადგანაც კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება თითოეული დესტრუქციული ქმედება და მცდელობა, რამენაირად, შედეგზე იქონიოს ზემოქმედება," - აცხადებს მამუკა წოწერია. 

დღის ამბები