28 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
ხელისუფლება "ანოვას" მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლს არ ენდობა – "კომპანიამ "ნაცმოძრაობას" 15 ათასი ლარი შესწირა"

"არის ერთი ეგზიტპოლი და არის გვარამიას სიზმრები" - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "მთავარის არხის" მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლს, რომელიც კომპანია "ანოვას" სახელით ჩატარდა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეობით კი ირკვევა, თუ ვინ და რა სახით ატარებდა "ანოვას" ეგზიტპოლს.

ვიდეოში ჩანს, რომ ადამიანებს, რომლებიც "ანოვას" სახელით საველე სამუშაოებს ატარებდნენ, არ გააჩნდათ ოფიციალურად დამოწმებული ბეიჯი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში "ანოვას" დამფუძნებლად და 50%-იანი წილის მფლობელად მითითებულია ნინო ქოქოსაძე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ შექმნილ ვებპლატფორმაზე, რომელშიც აღრიცხულია საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიათა შემომწირველები ნინო ქოქოსაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველთა შორის იძებნება. მას მიმდინარე წლის 20 აგვისტოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის"” 15 000 ლარის შემოწირულობა აქვს გაღებული.

დღის ამბები