28 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
ბათუმში არჩევნების მე-2 ტურში გამარჯვებას, როგორც"ქართული ოცნების", ასევე "ნაცმოძრაობის" კანდიდატიც ზეიმობს

ბათუმი მე-2 ტურმა შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, 103-ვე უბანი უკვე დაიხურა და ახლა ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. 

რაც შეეხებათ კანდიდატებს, "ნაციონალურ მოძრაობაში" თვლიან, რომ მათ მე-2 ტურში გაიმარჯვეს. გიორგი კირთაძემ აღნიშნა, რომ მისთვის ეს გამარჯვება მოულოდნელი არ იყო. 

გამარჯვება "ქართული ოცნების" შტაბშიც აღნიშნეს, პარტიაში ამბობენ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ბათუმი სტაბილურ განვითარებას გააგრძელებს. "ქართული ოცნებიდან" მერობის კანდიდატი არჩილ კირთაძე იყო. 

დღის ამბები