28 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
რა ხმის დაცვაზეა საუბარი, თუ შენ არ ხარ პროვოკატორი, ანუ ნიკანორ მელია, რაც არის სინონიმები - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში დედაქალაქში წააგო.

"100 000 ხმით, რომ გაქვს დედაქალაქში არჩევნები წაგებული, რა ხმის დაცვაზეა საუბარი?! ისინი არიან სასოწარკვეთას მიცემული. კრწანისმა ეს დაადასტურა. როცა 100 000 ხმით გაქვს წაგებული, რა ხმის დაცვაზეა საუბარი, თუ შენ არ ხარ პროვოკატორი, ანუ ნიკანორ მელია, რაც არის სინონიმები,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები