28 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
კახა კალაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა, თითქმის 100 000 ხმით აქვს მას მოგებული არჩევნები - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით დასტურდება, რომ კახა კალაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

"თბილისში, კრაწანისის რაიონში ხმების ნახევარი უკვე დათვლილია და მონაცემები არის შემდეგი: კახა კალაძე - 57.5%, ნიკანორ მელია - 42.5%. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ კახა კალაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა, ძალიან დიდი უპირატესობით, თითქმის 100 000 ხმით აქვს მას მოგებული არჩევნები თბილისში.

გაგრძელდება ხმების დათვალა, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე არის ცხადი და ანალოგიურად 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ გვაქვს დამაჯერებელი გამარჯვება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები