28 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ბათუმში, წინასწარი შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს - არჩილ ჩიქოვანს ხმების 50.8% აქვს

ბათუმში, წინასწარი შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს. არჩილ ჩიქოვანს 50.8% აქვს.

არჩილ ჩიქოვანმა არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. 

"უნდა დაველოდოთ ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს, რის შემდგომაც დარწმუნებული ვარ, როგორც ქალაქ ბათუმში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში აღნიშნული სხვაობა ჩვენს ოპონენტებს შორის გაიზრდება.

უპრეცედენტო აქტიურობა იყო ჩვენი მოქალაქეების მხრიდან და მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არ დაიზარა და არჩევანი გააკეთა ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. გარემო იყო დემოკრატიული, მშვიდი. იყო რიგი ტექნიკური ხარვეზებისა, რომელზეც შესაბამისი ორგანოები იმსჯელებენ, თუმცაღა, საერთო ჯამში პროცესი ჩატარდა დემოკრატიულად და ყველა იმ ადამიანს, ვინც მივიდა უბანზე, მიეცა შესაბამისად, ნების გამოხატვის საშუალება,“ - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

 

 

 

დღის ამბები