28 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
"ფიზიკური ძალადობით დაახლოებით 10 ბიულეტენი უცხო მამაკაცმა ყუთში ჩატენა" - ნიკა მელია

რა ხდება ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში - 71ე უბანთან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და თბილისი მერობის კანდიდატი ნიკა მელია მივიდა.

როგორც ოპოზიციონერი წარმომადგენლები ამბობენ, უბნიდან მათი მხარდამჭერები გამოაძევეს, მიზეზი კი, მათივე თქმით, საარჩევნო ყუთში სავარაუდოდ, ბიულეტენების ჩაყრა გახდა. ნიკა მელიას თქმით, უცნობმა პიროვნებამ საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა. 

"ძალიან რბილად ჟღერს, დარღვევაა განა ის, როდესაც უამრავი ოპოზიციონერი დამკვირვებლისა და კომისიის წევრის თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობით დაახლოებით 10 ბიულეტენი უცხო მამაკაცმა ყუთში ჩატენა.

ხალხნო, აგებენ ამ არჩევნებს, ყველა მსხვილი ქალაქი აქვთ წაგებული. ბატონი კობახიძის გაცეცხლებული ბრიფინგის შემდეგ, როდესაც მან აღიარა, რომ აგებენ მუნიციპალიტეტებს, აი ამის შემდეგ, დაახლოებით 40 წუთში როგორც ჩანს, მიიღებს ბრძანება მათმა აქტივმა და სადაც შეუძლიათ სჩადიან მსგავს ქმედებებს. მაგრამ ამით რისი თქმა უნდა? ამით რისი მიღწევა უნდათ? ეს კონკრეტული უბანი როდესაც დაიხურება, ხომ ყველა დავინახავთ, რომ ქართულ ოცნებას, კალაძეს წაგებული აქვს და ამის გარდა  უბრალოდ იქნება დისბალანსი და თავიდან იქნება გადასათვლელი და გასაუქმებელი იქნება ეს უბანი," - ამბობს ნიკა მელია.

დღის ამბები