28 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
მივეცი ხმა ჩემს უბნელს - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა თავისი არჩევანი მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე, ჩიტაძის ქუჩაზე დააფიქსირა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მან ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს მისცა:

"მივეცი ხმა ჩემს უბნელს, მე მივეცი ხმა ოპოზიციური ცვლილებებს, მე მივეცი ხმა იმას, რომ თბილისში, ჩემს ქალაქში დასრულდეს ძარცვა და ადამიანის ქონების და ღირსების მიტაცება. ღვთის მადლით, საქართველოში უზენაესი არის საქართველოს მოქალაქის ნება და ეს გამოიხატება ხოლმე. მე მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, თავისი მოქალაქეობრივი ვალი ძალიან მტკიცედ დააფიქსირონ,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები