28 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
ზუგდიდის მე-20 უბანზე კვლავ დაძაბული ვითარებაა - დაკავებულია 5 პირი

ზუგდიდის მე-20 უბანზე კვლავ დაძაბული ვითარებაა, პოლიცია ცდილობს გამოკითხვაზე გადაიყვანოს იმ დამკვირვებლების ნაწილი, რომლებიც დილის ინციდენტში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ნებით გადასვლაზე უარს აცხადებენ და პერიოდულად ამის გამო ვითარება იძაბება.

მე-20 უბანთან პოლიცია კვლავ მობილიზებულია. ადგილზე იმყოფებიან ასევე ის მაღალჩინოსნები, რომლებიც უშუალოდ ღებულობდნენ მონაწილეობას მათი გამოკითხვაზე გადაყვანაზე.

დაკავებულია სულ 5 პირი, აქედან 4 არის "მოძრაობა საქართველოს" წევრი, რომლებიც სპეციალურად არჩევნებისთვის თბილისიდან ზუგდიდში ჩამოვიდნენ. მეხუთე დაკავებული კი "ქართული ოცნების" ამომრჩეველია, რომელმაც ყოფილ პრეზიდენტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მისი დაკავება ადგილზევე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთივე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა და მათ როგორც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას, ასევე წვრილმან ხულიგნობა ედავება.

დღის ამბები