28 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
კელი დეგნანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სააკაშვილის მიმართ იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი

კელი დეგნანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სააკაშვილის მიმართ იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი. დიპლომატი ამბობს, რომ ამერიკის  შტატები შეწუხებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და აქტიურად ადევნებს თვალს პროცესებს, როგორც აქ, თბილისში, ასევე ვაშინგტონიდან.

"მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი და როგორ მე მესმის, სასჯელაღსრულების სისტემაში მხოლოდ ერთი საავადმყოფო არსებობს, მაგრამ მე, ასევე, ინფორმირებული ვარ სახალხო დამცველის განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ ამ დაწესებულებას არ აქვს გარკვეული სამედიცინო მომსახურება, რომელიც შეიძლება სააკაშვილს სჭირდებოდეს. საბოლოო განმსაზღვრელი უნდა იყოს მომსახურება, რომელიც ნებისმიერი სახის პაციენტს სჭირდება.

მე არ ვარ ევროპული სამართლის ექსპერტი, მაგრამ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობის მოწოდებას, მოეპყრან სააკაშვილს სამართლიანად, მიუკერძოებლად, ქართული კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.ის უკრაინის მოქალაქეა და ბუნებრივია უკრაინა დაინტერესებულია მისი მდგომარეობით. მოვუწოდებთ მედპერსონალს ყურადღებით გაუწიონ მეთვალყურეობა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები