28 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
სააკაშვილს უნდოდა მაცივარი და არ ჰქონდა ბარათზე თანხა, ციხის ადმინისტრაციამ მაცივარი შეუტანა - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება ციხეში დაცულია. მინისტრის განცხადებით, სააკაშვილს ანგარიშზე არ ჰქონდა საკმარისი თანხა, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ ის მაცივრით უზრუნველყო.

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს სრული სიმართლე. იყო გარკვეული აპელირება იმაზე, თითქოსდა არ ჰქონდა ლეიბი, რაც არის მტკნარი სიცრუე, შესახლებისთანავე ჰქონდა.

ასევე, გაიგოს საზოგადოებამ ისიც, რომ როდესაც მას უნდოდა მაცივარი და აღარ ჰქონდა ბარათზე შესაბამისი თანხა, ციხის ადმინისტრაციამ ეს მაცივარიც შეუტანა და აბსოლუტურად ყველა მისი უფლება არის დაცული. 100-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, მათ შორის, უკრაინის მოქალაქეები, "რადას" წევრები და ეს კაცი წარმოადგენს ამ ქვეყნის მოქალაქეს და ჩვენ ხელი შევუწყვეთ, კეთილი ნების საფუძველზე, მათ შორის, უკრაინის "რადის" წარმომადგენლებს, რომ მოენახულებინათ," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

დღის ამბები