28 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
თავისი ციხეები გაიხსენოს, როცა 150 პატიმარი კვდებოდა - სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილზე

სოზარ სუბარი "ღამის კურიერში" მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ის, პრაქტიკულად, "რუსულ ციხეში ზის":

"თავისი ციხეები გაიხსენოს, როცა 150 კაცი კვდებოდა ციხეში, როცა 24 ათასი პატიმრიდან 12 ათას ჰქონდა C ჰეპატიტი და წელიწადში ტუბერკულოზის 2 ათასი ახალი შემთხვევა იყო, როლებსაც არ მკურნალობენ, უბრალოდ.  შეადაროს იმ ციხეებს, სადაც ადამიანებს ცემით კლავდნენ, სადაც მიცვალებულებზე აბამდნენ და სადაც მთელი დღის განმავლობაში პატიმრებს არ ჰქონდათ დაჯდომის უფლება. სადაც, ადამიანები რომ გამოდიოდნენ ციხიდან, ვერ ლაპარაკობდნენ, რამდენიმე წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ჩურჩულის მეტი არაფრის უფლება არ ჰქონდათ [პატიმრობისას]. მაშინდელი ციხე იყო ერთ-ერთი უარესი მთელს მსოფლიოში და დღეს საქართველოს ციხეები არის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური, ევროპის მასშტაბითაც კი. ამაზე შემიძლია თავი დავდო, იმიტომ რომ ამ სფეროს ძალიან კარგად ვიცნობ," - ამბობს სოზარ სუბარი. 

დღის ამბები