28 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
თუკი ამის საჭიროება გახდა, მიხეილ სააკაშვილი ვერტმფრენითაც იქნება გადაყვანილი ნომერ 18-ე დაწესებულებაში - რატი ბრეგაძე 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ვერტმფრენის გამოყენებაც არის დაგეგმილი. როგორც მინისტრი ამბობს, მთავარი ამოცანაა, ყველა პატიმრის უსაფრთხოება სათანადო დონეზე იქნას დაცული. 

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო კოლეგებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ეს გვაძლევს ძალიან დროული რეაგირების გაკეთების შესაძლებლობას.

ჩვენი მთავარი ამოსავალი პრინციპია, რომ ყველა პატიმრის უსაფრთხოება იყოს სათანადო დონეზე დაცული. თუკი იქნება მიღებული გადაწყვეტილება ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ის გადაყვანილი უნდა იყოს 18-ე დაწესებულებაში, თუკი ვინმე შეეცდება რომ ხელი შეუშალოს, აქვე მინდა გავაფრთხილო რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე ძალიან მკაცრად მოეთხოვებათ მათ პასუხი. თუკი ამის საჭიროება გახდა, ჩვენ ვერაფერი ვერ შეგვაფერხებს, ესეც ვთქვით, რომ მათ შორის ვერტმფრენითაც იქნება გადაყვანილი 18-ე დაწესებულებაში,“ - ამბობს რატი ბრეგაძე.

დღის ამბები