28 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს არ შეუწყვეტია მკურნალობა - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა არ შეუწყვეტია.

"მას არ შეუწყვეტია მკურნალობა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავიმეორებ და ის ღებულობს ყველა იმ აბს, სხვადასხვა სახის სითხეს, რომელიც შეიცავს გარკვეულ დანამატებს, თუ მედიკამენტს, რაც აუცილებელი არის მისი მკურნალობისთვის.

აქ არის გარკვეული ვიტამინები, რისი რეკომენდაციაც ექიმებმა გაუწიეს იმისათვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჰქონდეს ენერგია.

ბუნებრივია, ეს არის კიდევ ერთი ძალიან დიდი ტყუილი, რითიც ცდილობენ, რომ მოატყუონ საკუთარი ამომრჩეველი, მოახდინონ მანიპულირება მათ საარჩევნო ნებაზე და მოუწოდონ, თითქოს და ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

ჩვენ ასევე დღეს ვიხილეთ სხვადასხვა სახის განცხადება პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ამბობდნენ და ეუბნებოდნენ ამომრჩევლებს, რომ ვინც კი ხმას მისცემს სხვა ძალას ის ფაქტობრივად ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაზე და ეს არის სრული ძალადობა საზოგადოებაზე

ამ 28 დღის განმავლობაში არცერთხელ უთქვამს უარი სამედიცინო ჩარევაზე, დღეს იყო მხოლოდ ამაზე საუბარი, თუმცა [მკურნალობა] ძალიან მალევე გაგრძელდა," - აცხადებს მინისტრი.

დღის ამბები