28 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ოპოზიცია ამირან ჯანაშიას დაკავებას აპროტესტებს

პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობაში ბრალდებული ციხის ყოფილი უფროსის, ამირან ჯანაშიას დაკავებას ოპოზიციის წარმომადგენლები აპროტესტებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ჯანაშიას იარაღი ჩაუდეს. 

ჯანაშიას გამოძიება, ამჯერად, იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავება. 

"ამირან ჯანაშია არის ყოფილი ძალოვანი, თადარიგის ოფიცერი, რომელიც თბილისიდან ბრუნდებოდა უკან და ამ შემთხვევაში, უკვე, სამეგრელოს პოლიცია ჩართეს, წინა შემთხვევებში იყვნენ თბილისი და იმერეთის სპეცდანიშნულების და ოპერატიული სამსახურები. ახლა, ამ შემთხვევაში, სამეგრელოს პოლიციამ ჩაატარა ეს ღონისძიება როგორც და როგორც ვიცი, 236-ე მუხლით არის, ეს არის იარაღის უკანონო ტარება,“ - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თენგიზ გუნავა.

დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამირან ჯანაშია დასაქმებული არ ყოფილა და ის სოფლის მეურნეობას ეწეოდა. 

ამირან ჯანაშია იმ დროს დააკავეს, როცა ის თბილისიდან სენაკის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

კონკრეტულად, სად არის გადაყვანილი დაკავებული, ჯერჯერობით, უცნობია.  

დღის ამბები