28 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობაში ბრალდებული ციხის ყოფილი უფროსი ამჯერად იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს

ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობაში ბრალდებული ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია დააკავეს. მას გამოძიება, ამჯერად, იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავება.

ამირან ჯანაშია იმ დროს დააკავეს, როცა ის თბილისიდან სენაკის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ის ფოთის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ადგილზე არიან ოპოზიციის წარმომადგენლები შეკრებილები და მომხდარს აპროტესტებენ. მათი თქმით ჯანაშიას იარაღი ჩაუდეს.

დღის ამბები