28 ნოემბერი 2024,   07:01
ვრცლად
რამდენიმე საათი საარჩევნო უბნების გახსნამდე - გამარჯვებაში ორივე პოლიტიკური ძალა დარწმუნებულია

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც არჩევნების პირველი ტურის შედეგები გამოცხადდა. ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

"ახლა მთავარი არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვახდინოთ მობილიზაცია ოპოზიციური ამომრჩევლის, რომ მივიდნენ არჩევნებზე. ჩვენთან ერთად ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან გულმოდგინედ ელოდებიან ხვალინდელ არჩევნებს, შედეგებს და იმას თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საკუთარ გამარჯვებაში მმართველი პარტიაც დარწმუნებულია. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ გამარჯვების შემდეგ მმართველი გუნდი ყველა მუნიციპალიტეტში იმ პროგრამების შესრულებას აპირებს, რომლებიც მოსახლეობას დაჰპირდნენ.

დღის ამბები