28 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
"პოსტპანდემიური აღდგენის გზაზე საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა" - CNN ვრცელ სტატიას აქვეყნებს

პოსტპანდემიური აღდგენის გზაზე საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა - ამ სათაურით ვრცელ სტატიას CNN ავრცელებს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე  საკვანძო გეოგრაფიულ  ლოკაციაზე მდებარეობს.

"სანამ პანდემიამ მთელი მსოფლიო მოიცვა, ქვეყანა ჰყვაოდა. 2019 წელს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ეკონომიკა კი ხასიათდებოდა შთამბეჭდავი ზრდის ტემპით, საშუალოდ 4.9%-ით, 2017-2019 წლებში," - აღნიშნავს ავტორი.

სტატიაში ნათქვამია, რომ როგორც მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა, პანდემიამ 2020 წელს საქართველოც დააზარალა და მისი მშპ 6.2%-მდე შემცირდა. თუმცა, 2021 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ, ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, გადამწყვეტი ზომები მიიღო, ყველა მოქალაქისთვის Covid-19-ის ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, შეზღუდვები მოიხსნა, თანდათანობით და უსაფრთხოდ, რამაც გამოიწვია უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა.

"სტრუქტურული რეფორმებისთვის პრიორიტეტის მინიჭებით და განვითარების გრძელვადიან მიზნებზე ფოკუსირებით, რომლებიც მიზნად ისახავს ეკონომიკის ტრანსფორმირებას და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური წვდომის უზრუნველყოფას, საქართველო მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ მომავალ გამოწვევას განვითარების გზაზე""- წერს  სიენენი.

დღის ამბები