28 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
მოგვიწევს მაიდანი... ერთი ორი ადამიანი რომ დაზიანდება, პროცესები წავა უმართავი - სუსი სკანდალურ ჩანაწერს ასაჯაროებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებულ სკანდალურ ჩანაწერს, რომელიც, სუსის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი.

საუბარში, სავარაუდოდ, ბესიკ წერედიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ეტაპირებისას ქაოსი და გზების ბლოკირება უნდა მოხდეს. 

"ციხეს ვერ აიღებ, ამას სჭირდება პარტიის რესურსი. გუშინ გვქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ როგორ გადაწყდება, ეს არის - მიიყვან მანქანებს, 100-150 მანქანას, ჩაკეტავ. გლდანის ციხის ირგვლივ არის გზები, უბრალოდ, უნდა ჩახერგო, ერთი 500-600 კაცი სჭირდება მობილიზებული.ვერ იზამენ ვერაფერს, როგორც კი დასჭირდება გადაყვანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მაინც მაიდანი მოგვიწევს ბოლოს, იმიტომ, რომ ესენი არჩევნებით არსად წავლენ, თუ არ ჩამოიშალა სისტემა, მაგრამ აქამდე უნდა მიიყვანო პროცესი. ამათ იმდენად საზიზღარი მეთოდებით მოუწევთ მეორე ტურის გაყალბება რომ ჩვენ ქუჩაში მოგვიწევს გამოსვლა. ქუჩაში ჩვენ რომ გავალთ, რომ წავა ეს პროცესები, ამისი მართვა შეუძლებელია წვრილმანების დონეზე, თორე გლობალურად შეიძლება მართო პროცესები ქუჩაში, მაგრამ წვრილმანებში ვერ მართავ და იქ ერთი ადამიანი, ორი და სამი ადამიანი დაზიანდება, მერე უკვე პროცესი წავა უმართავი" - ამბობს საუბარში პირი, რომელიც, სუს-ის ინფორმაციით, ბესიკ წერედიანია

დღის ამბები