28 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით ბათუმში და ხელვაჩაურში, ვემზადებით კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საზღვაო სფეროს წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. 

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, განსაკუთრებით, ბათუმსა და ხელვაჩაურში, კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადებიან.

"დღეს ვასრულებთ ჩვენ წინასაარჩევნო შემაჯამებელი შეხვედრით საზღვაო სფეროს წარმომადგენლებთან, დამსახურებულ ოფიცრებთან, კაპიტნებთან და ზოგადად, ხვალ ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით ბათუმში და ხელვაჩაურში ვემზადებით კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ჩვენი ბათუმელების მხარდაჭერით და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ეს ქალაქი, ასევე ეს ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან სტაბილურ განვითარებას და ხელშეწყობას ყველა იმ სფეროს, რომელიც მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები