28 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
მეგრელები ბნელ წარსულს არ დააბრუნებენ, რომელმაც მათ და მთელ საქართველოს ბევრი ცუდი მოუტანა-თეა წულუკიანი

კვლევის შედეგებით მიზან მიმართული მანიპულაცია. "მთავარ არხსა" და კომპანია "იფსოსს" შორის არსებული გაუგებრობა, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პოლიტიკური განცხადებების მთავარი თემა ხდება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდში ხალხს ნამდვილად უნდა ცვლილებები. 

"საქმე გვაქვს "ქართული ოცნების" შულერობასთან. ეს ნამდვილად არ დაიმალება. ეჭვი შეიტანეს ზუგდიდზე, სადაც ყველაზე ძლიერად ვართ წარმოდგენილი, საქმე გვაქვს ზუგდიდთან, სადაც ხალხს მართლა უნდა ცვლილება,"- აცხადებს დოლიძე. 

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ "იფსოსის" კვლევას არასოდეს ენდობოდა. 

"მე არ მახსოვს, რომ ოდესმე ვენდობოდი "იფსოსის" კვლევებს. არც იმას ვენდობოდი რაც იქამდე გამოაქვეყნეს და არც მერე. სულ მიკერძოებული დაკვეთით კეთდებოდა და ასეთივე შინაარსის მატარებელი იყო,"- აცხადებს ხვიჩია.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მეგრელები წარსულს არ დააბრუნებენ.

"ზუგდიდი არ დაეცემა, ზუგდიდში გაიმარჯვებს მომავალი. მეგრელები ბნელ წარსულს არ დააბრუნებენ, რომელმაც მათ და მთელ საქართველოს ბევრი ცუდი მოუტანა. მე მინდა, ვთქვა რომ სირცხვილი "მთავარ არხს" თქვენ მარცხდებითწოწერიას აქვს 50%-ზე მეტი და მელიას აქვს ნაკლები, გვარამიამ ეს გუშინ გააყალბა,"- აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ "იფსოსის" საარჩევნო კვლევები ყოველთვის აცდენილია რეალობასთან.

დღის ამბები